პანდემიამდე ღონისძიებების ტურიზმი ტურიზმის ყველაზე სწრაფად მზარდი ტენდენცია იყო. ის დღესაც და მომავალშიც არა მხოლოდ გლობალური ტურიზმის ბაზრის პერსპექტიულ და დინამიურად განვითარებად სეგმენტად დარჩება, არამედ ქვეყნის, ტერიტორიის, რეგიონის, ქალაქის ან დანიშნულების ადგილის
პოპულარიზაციის ეფექტურ ინსტრუმენტადაც დარჩება. ღონისძიებების ტურებში მონაწილეთა რაოდენობა ჩვეულებრივ ტურებს გადააჭარბებს; დღეს მოგზაურებს საქართველოში ჩამოსვლა არა მხოლოდ „ბუნების სანახავად და ღვინის დასალევად“, არამედ ტურის აქტივობებში აქტიურად მონაწილეობის მისაღებად სურთ.
ამიტომ, მათ, ვისაც უბრალოდ სურს ნახოს ის, რაც უკვე ნახა სხვა ქალაქებში ქალაქის დღესასწაულის დროს, გთხოვთ, არ ჩამოხვიდეთ ფოთში ჩვენ ფესტივალზე))). თქვენი მოლოდინები არ გამართლდება. მე ვგულისხმობ, რომ ეს არ იქნება ტიპიური ქალაქის ფესტივალი. თუ გსურთ მხოლოდ გაისეირნოთ ცენტრში, დალიოთ ღვინო და მიირთვათ „შაშლიკი“.
ჩვენთან თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიეროთ ქალაქი ვრცელი ექსკურსიის პროგრამით, რომელსაც ჩვენ ყველასთვის ვამზადებთ:აირჩიოთ ის რაც თქვენ გაინტერესებთ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის, შეზღუდული მობილურობის მქონე პირებისთვის და მათთვის, ვისაც (შესაძლოა) შეუძლია ელექტრო სკუტერებით მგზავრობა))).
2025 წლის ანალოგიური ქსპერიმენტი დიდი წარმატებით დასრულდა. ჩვენ გვსურს გავიმეოროთ ამ ფესტივალის ფორმატი (ფესტივალი-ექსკურსია), მაგრამ მეტი ორგანიზებით და სტუმრებისთვის მეტი საინტერესო ადგილით, რათა იყოს მეტი ადგილი, სადაც თქვენ დაგხვდებათ „კაი“ ფოთელები - ქალაქის მაცხოვრებლები საკუთარი ტრადიციებითა და ცხოვრების წესით. თქვენ მაგათ ესტუმრებით მათ სახლებში, ბაღებში, ვერანდებზე და ა.შ.
გახსოვთ, ჩვენი ფესტივალის ისტორი? 2019 წელს ჩვენ უკვე ვიყავით ტურისტული დაჯილდოვების Welcome To Georgia ფინალისტები. 2021 წელს მე, ნანა ტაბიძე, ვიყავი ფინალისტი კატეგორიაში Best Entrepreneur, ხოლო 2022 წელს გავხდი გამარჯვებული კატეგორიაში Best individual contributor in tourism industry.
რაც შეეხება ფესტივალის განვითარებას, მინდა, რომ ხალხმა გაიგოს, რომ 2026 წელს, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ფოთს მინიმუმ ერთი დღით კეფალის ფესტივალის დროს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სხვა დროსაც შეგიძლიათ ქალაქში გაისეირნოთ ჩვენი გიდების თანდასწრებით. ამისთვის დიდი ხანია მზად ვართ!